თანამედროვე სამყაროში საზოგადოების პოლარიზაცია ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად იქცა. საზოგადოება ხშირად იყოფა ორ ნაწილად – „ჩვენ“ და „ისინი“. ეს დაყოფა შეიძლება იყოს პოლიტიკურ, იდეოლოგიურ, ეთნიკურ ან სოციალურ საფუძველზე. თითოეული ჯგუფი საკუთარ თავს ხედავს მართლის მხარედ, ხოლო მეორე მხარეს – მტრად, რომელსაც არ შეიძლება, რომ ენდო.
პოლარიზაციის გაღრმავებაში დიდ როლს თამაშობს მედიასივრცე და სოციალური ქსელები, სადაც განსხვავებული მოსაზრებები იშვიათად ეჯახება ერთმანეთს ჯანსაღ დისკუსიაში. ამის ფონზე, საზოგადოება კარგავს დიალოგის კულტურას. ერთმანეთის მოსმენა და გაგება ჩრდილში ექცევა. მაგრამ გამოსავალი არსებობს. პირველ რიგში, საჭიროა კრიტიკული აზროვნების განვითარება და ემპათიის გაძლიერება. უნდა ვცადოთ გავიგოთ „ისინი“ – ვინ არიან, რა აწუხებთ და რატომ ფიქრობენ სხვაგვარად. გზა პოლარიზაციის გადალახვისაკენ იწყება კითხვით: რა გზა არსებობს ერთმანეთის მოსმენისაკენ?
მასალა მოამზადა: ანა ლეჟავამ















Leave a Reply