ჩვენი გუნდი
ვქმნით მრავალფეროვან მედია პროდუქტს, რომლებიც შეესაბამება თანამედროვე ჟურნალისტიკის სტანდარტებს.

ლუკა ცარციძე
მთავარი რედაქტორი

სოფო ლოლაძე
ვებ რედაქტორი

ნატალი ტუღუში
რედაქტორი

ლუკა შველიძე
ტექნიკური რედაქტორი

ანა ლეჟავა
არტ რედაქტორი

თეკო შავარდენიძე
ჟურნალისტი

სალომე ონაშვილი
ჟურნალისტი

ანა გლოველი
ჟურნალისტი
ჩვენი ღირებულებები
სიზუსტე
ჩვენი მიზანი სიმართლის ღიად და მიუკერძოებლად წარდგენაა, ინფორმაციის გადამოწმება და ზუსტი, ობიექტური მასალის შექმნა
სოციალური პასუხისმგებლობა
პასუხისმგებლობას ვიღებთ ჩვენი ნამუშევრების ეთიკურ სტანდარტებსა და ნორმებზე. ჩვენი მიზანია საზოგადოებას მივაწოდოთ სასარგებლო და სანდო ინფორმაცია, რომელიც ხელს შეუწყობს მოქალაქეების გააზრებულ გადაწყვეტილებებს
მომხმარებელზე ორიენტულობა
მომხმარებლის საჭიროებების სწორად დანახვა და მათზე რეაგირება, თანასწორობა და პატივისცემა
თანასწორობა და პატივისცემა
ჩვენთვის ადამიანებისადმი თანაბარი მიდგომა და მათი ღირსების პატივისცემა მთავარი პრიორიტეტია, ყველა რესპოდენტი, ისტორია და საზოგადოებრივი ჯგუფი იმსახურებს მიუკერძოებელ, სამართლიან და ღირსეულ დამოკიდულებას
პროექტის მონაწილეები
ლუკა ცარციძე პროექტის ხელმძღვანელი, კოორდინატორი
პროექტის ხელმძღვანელის და კოორდინატორის როლში ლუკა ცარციძე წარდგა. მან განახორციელა პროექტის დეტალური დაგეგმვა და მენეჯმენტი, უზრუნველყო გუნდის წევრებს შორის ეფექტური შიდა კომუნიკაცია. ლუკას აქტიური მონაწილეობით ორგანიზებული იყო ყველა გუნდური შეხვედრა, რაც ხელს უწყობდა პროექტის ეტაპობრივ, დროულ შესრულებას და ხარისხიან მართვას. მან ასევე აქტიურად იმუშავა ნამუშევრების ვიზუალურ მხარეზე, რაც საიტზეა წარმოდგენილი.
სოფო ლოლაძე ვებ-გვერდის რედაქტორი
ამ დროის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა საიტის სრულყოფილ გამართვაზე, ზრუნავდა როგორც ვიზუალურ მხარეზე, ისე ტექნიკურ ფუნქციონალზე. მან განახორციელა ყველა საჭირო ცვლილება და ოპტიმიზაცია, რათა ვებგვერდი ყოფილიყო მეგობრული მომხმარებლისთვის და გამართული ყველა მოწყობილობაზე. მისი შემოქმედებითი მიდგომა და პროფესიონალიზმი მნიშვნელოვანი იყო პროექტის წარმატებისთვის და საბოლოო შედეგის მაღალი ხარისხისთვის.
ნატალი ტუღუში კონტენტის რედაქტორი
მან მომზადდა და დაარედაქტირა საიტის ყველა ტექსტური მასალა, ყურადღება მიაქცია როგორც გრამატიკულ, ისე სტილისტიკურ სიზუსტეს.
ნატალის მიერ მოხდა ინფორმაციის სისტემატიზება და გასაგებად წარმოჩენა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საიტის პროფესიონალურად და ხარისხიანად წარმოჩენას.
ყველა სტუდენტის ნაშრომი წაიკითხა და სარედაქციო სამუშაოები გააკეთა, რითაც პროექტის კონტენტის მაღალი სტანდარტი უზრუნველყო.
ლუკა შველიძე ტექნიკური რედაქტორი
ლუკამ უზრუნველყო ვიდეოებისა და ანიმაციების შექმნა, ფოტოების დამუშავება და ოპტიმიზაცია, ასევე მომზადდა ვიზუალური ეფექტები საიტისთვის. ის აქტიურად იყო ჩართული ყველა სიუჟეტისთვის საჭირო ტიხრების მომზადებაში და ვიდეომონტაჟის პროცესში, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა პროექტის ვიზუალური ხარისხი და მიმზიდველობა.
ანა ლეჟავა ჟურნალისტი
ის რეგულარულად ესწრებოდა ყველა გუნდურ შეხვედრას და აქტიურად მონაწილეობდა საერთო სამუშაო პროცესებში, ეხმარებოდა კონტენტის დაგეგმვასა და კომუნიკაციის ორგანიზებაში. მისი პასუხისმგებლობით და შრომისმოყვარეობით პროექტის გუნდი ყოველთვის იყო ინფორმირებული და შეთანხმებული მიმდინარე სამუშაოებზე. გარდა ამისა, იმუშავა ვებ-გვერდის დიზაინის მიმართულებით.
თეკო შავარდენიძე ჟურნალისტი
აქტიურად იღებდა მონაწილეობას ჯგუფურ სამუშაოებში და იყო არაერთი იდეის ავტორი. მან მნიშნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც პროექტის განვითარებაში, ისე საერთო სამუშაო პროცესის ორგანიზაციაში.
სალომე ონაშვილი ჟურნალისტი
სალომე გუნდის ერთ-ერთი აქტიური წევრია, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პროექტის შემუშავებაში და განხორციელებაში. ის ყოველთვის გამოირჩეოდა პასუხისმგებლობით და მონდომებით და აქტიურად თანამშრომლობდა ჯგუფის სხვა წევრებთან.
ანა გლოველი ჟურნალისტი
პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრია, რომელიც სერიოზულად ეკიდებოდა თავის მოვალეობებს და აქტიურად მონაწილეობდა სამუშაო პროცესებში. იგი მუდმივად იყო ჩართული გუნდურ შეხვედრებსა და დისკუსიებში, რაც ხელს უწყობდა პროექტის თანმიმდევრულ და ხარისხიან მიმდინარეობას.




